„მე პირველი ვარ ვინც ბევრი რამ არასწორად ვაკეთე, ვნანობ ბევრს, მტკივა ბევრი, მაგრამ ვცდილობ“- კოტე მათითაშვილი

-„ამდენი სიძულვილი, შური, ბოღმა, წყენა … მოიწამლა ქვეყანა .

იმას არავინ ფიქრობს, ვერავინ იაზრებს მავანთა გარდა, რომ წუთისოფელია ეს ქვეყანა და აქ მარტო იმიტომ ვართ, რომ სხვას ვემსახუროთ, აღვასრულოთ ჩვენი დანიშნულება, გავცეთ უანგაროდ, ვიყოთ გამტარები სინათლის, ეს სინათლე ჩვენშია.მე პირველი ვარ ვინც ბევრი რამ არასწორად ვაკეთე, ვნანობ ბევრს, მტკივა ბევრი, მაგრამ ვცდილობ შევიცვალო… ეცადეც თქვენც დალოცვილებო ყოველი დღე იცხოვროთ და მიიტანოთ სითბო და სიყვარული სხვასთან”, – წერს ცნობილი პლასტიკური ქირურგი და გადაცემა “ექიმების” ყოფილი თანაწამყვანი, კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები