„მე ყველაზე კონსტრუქციული ვიყავი. ჩემს შემდეგ „ქართული ოცნება“-ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა:

-„ქართულ ოცნებას“კონკრეტულ პუნქტებთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა. ის აცხადებდა, – მე ჩემს შენიშვნებს არ ვაყენებ, როგორც გადამწყვეტს. ანუ, მე ჩემს შენიშვნებს უკან წავიღებ, ყველა თუ დათანხმდებით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოვაწერ.

მე ყველაზე კონსტრუქციული ვიყავი. ჩემს შემდეგ „ქართული ოცნება“ მოდიოდა,  აცხადებდა, რაღაცები არ მოსწონდა. მეც არ მომწონდა, მაგრამ ის, რაც არ მომწონდა, მასზე დიდ ყურადღებას არ ვამახვილებდი. რაც მომწონდა, იყო შეთანხმება. ანუ, ამ ყველაფრის ღირებულება მდგომარეობდა არა იმაში, რომელიმე პუნქტი რა სიტყვებით ეწერებოდა, არამედ იმაში, – მხარეები მთლიანად ამ ჩარჩოზე შეთანხმებულიყვნენ. ერთმანეთისთვის „კრემლის აგენტები“ არ დაეძახათ, ქუჩაში ქვა არ ესროლათ. ამ შეთანხმების მთავარი ღირებულება ეს იყო.“

კომენტარები