„მე შეგნებულად მოვედი ამ საათით“ – კახა კახიშვილმა გიორგი ვაშაძეს პირდაპირ ეთერში საათი აჩუქა (ვიდეო)

-„მე შეგნებულად მოვედი ამ საათით. არ შეიძლება ასეთი იაფფასიან საკითხებზე ააგო წინასაარჩევნო კამპანია.

იმიტომ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ყველაფერი ირკვევა, გუშინ კობახიძის საათი, მდინარაძის საათი, ახლა მე ვაჩვენებ. ხალხი ხომ ხედავს, ასეთი ტყუილი შეიძლება მისი დაპირებებიც იყოს. ეს აჩენს კითხვებს, ხომ არ იტყუება ყველაფერს? როგორც საათების შემთხვევაში?“, – განაცხდა „ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა გიორგი ვაშაძეს საათი აჩუქა. კახა კახიშვილი გიორგი ვაშაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკლიპს გამოეხმაურა, – მმართველი პარტიის კანდიდატი 58 500 ლარიან საათს ატარებს.

კახი კახიშვილმა  საათების ონლაინ მაღაზიიდან ამოღებული ღირებულება წარმოადგინა, რომელიც 250$-ს შეადგენს.

კომენტარები