„მე ძალიან მორწმუნე ადამიანი არ ვარ, არც ვიტყუები ამას, მაგრამ რაღაცის მჯერა შიგნით, გულში“-გიორგი ფხაკაძე

-„ძალიან ბევრ შეურაცხყოფას მაყენებენ. გაფრთხილებთ, გეუბნებით – ცეცხლია, გეუბნებით – ომია, გეუნებით – უბედურებაა, რა ენით უნდა გელაპარაკოთ?! ვცდილობ სამედიცინო ენაზე არ გელაპარაკოთ, ვცდილობ სითბო, სიყვარული დავთესო. გადაცემები დავიწყე მამა პეტრესთან, მე ძალიან მორწმუნე ადამიანი არ ვარ, არც ვიტყუები ამას, მაგრამ რაღაცის მჯერა შიგნით, გულში. დავინახე, ძალიან ბევრ მორწმუნე ადამიანს დახმარება სჭირდება და მაქვს საუბარი მამა პეტრესთან. ამის გამო მლანძღავენ – შენ ფარისეველი ხარო! მითხარით, რა უნდა გავაკეთო კიდევ?! ყველაფრის გაკეთებას ვცდილობ, თუ რამე შემიძლია. მთავრობიდან დამირეკავენ – კი ბატონო, ვაძლევ რჩევებს. არ აკეთებენ! სადაც საქმეს ვაკეთებ და ფულს მიხდიან, იმ საქმეს გადავდებ, როცა საქართველოდან მირეკავენ!  შეურაცხყოფის ზღვა მოდის, ამოვიდა უკვე ყელში!!!“ – გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე

კომენტარები