მე-10 კლასელი ქართველი ბიჭი – 95 ქვეყნის 3 300 უნივერსიტეტში უგამოცდოდ მიიღებენ

სკოლა „ლაზარეს“ მე-10 კლასის მოსწავლის ნიკოლოზ კოწიწაშვილის შესახებ ინფორმაციას „ინფორუსთავი” ავრცელებს:

-„მე-10 კლასის მოსწავლემ უმაღლესი ქულების მიღებით ევროკავშირისგან 50 000 ევროს ოდენობით სწავლის სრული კურსის დაფინანსება მოიპოვა.

ნიკოლოზ კოწიწაშვილი ინგლისურენოვან სკოლაში IB პროგრამას შეისწავლის, სწავლის დასრულების შემდეგ კი, მას აქვს უფლება IB დიპლომით მსოფლიოს 95 ქვეყნის 3 300 უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხოს და უმაღლესი განათლება მიიღოს.

16 წლის ბიჭი საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და საერთაშორისო პროგრამა „დიპლომატია და სტრატეგიული კომუნიკაციების“ მონაწილეა” .

კომენტარები