„მე-5 ტალღა იქნება მძიმე… უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში“-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

-„საქართველოში, ეპიდემიის მეხუთე ტალღა, დიდი ალბათობით, ნოემბრის ბოლოს იქნება. მოსახლეობა მაქსიმალურად თუ აიცრება, მე-5 ტალღა შედარებით მსუბუქი იქნება, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ არ ავიცრებით, მე-5 ტალღა იქნება მძიმე: “მე-5 ტალღა აუცილებლად იქნება მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, ჩვენთანაც. მაქსიმალურად თუ ავიცრებით, მე-5 ტალღა შედარებით მსუბუქი გვექნება. თუ არ ავიცრებით, მე-5 ტალღა იქნება მძიმე. მე-5 ტალღას, დიდი ალბათობით, უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში“.

ამ დროისთვის საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 26.3%-ია.

კომენტარები