„მე-8 დაწესებულებაში ბრძანდებოდით სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ისე როგორ გამოხვედით იქიდან, რომ ვერ დაინახეთ, რომ პატიმრები შრომობენ დიგიტალიზაციის პროექტზე, როგორც უკვე გითხარით, რომ იქ, სადაც იყო წამების ციტადელი, გავაშენე ბოსტანი“

-„მე-8 დაწესებულებაში პატიმრები მუშაობენ და მათ წამების ციტადელის ადგილას ბოსტანი გააშენეს.

 ქვეყანას 73 უვადო პატიმარი ჰყავს,  არაერთი მათგანი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს.  ომბუდსმენი მათ არ შეხვედრია.

მე-8 დაწესებულებაში ბრძანდებოდით სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ისე როგორ გამოხვედით იქიდან, რომ ვერ დაინახეთ, რომ პატიმრები შრომობენ დიგიტალიზაციის პროექტზე, როგორც უკვე გითხარით, რომ იქ, სადაც იყო წამების ციტადელი, გავაშენე ბოსტანი.

ზოგს ეცინება ამაზე, რომ წამების ადგილას ბოსტანი რამ გაგაშენებინაო. დიახ ჩვენ გავაშენეთ ბოსტანი და ამ ბოსტანში მუშაობენ უვადო პატიმრები, რომლებიც თქვენ, მაინცდამაინც არ გადარდებენ, ჩემი ვალია, ვიზრუნო.

როგორ? – ამაზე კარგი იქნებოდა სახალხო დამცველს ჩემთან ერთად ემუშავა, მაგრამ ჯერჯერობით ამგვარი რამ არ ჩანს. პირიქით, არაერთი უვადო პატიმარი თქვენთან ითხოვს შეხვედრას, მაგრამ თქვენ მათ არ შეხვედრილხართ.

როგორ ვერ ნახეთ ის ბოსტანი? ან ის ვერ ნახეთ, რომ მუშაობენ პატიმრები?” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსა და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუსმინეს. ​

თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს, სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების შესახებ ვიდეო აჩვენა

კომენტარები