მზადდება სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა, რასაც 3 სხვადასხვა წყარო მიდასტურებს! – ლაშა ამირეჯიბი:

 – “არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მზადდება სააკაშვილის შემოყვანა საქართველოში.
შემოყვანა უნდა მოხდეს სავარაუდოდ არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ, რაც გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას.
თუ, მოახერხეს და შემოიყვანეს არჩევნებამდე, შესაძლოა შეიქმნას გარკვეული შეთანხმება. ამ დოკუმეტის შექმნაზე ევროპელები და ზოგადად, დასავლელი პარტნიორები თვითონ იზრუნებენ.
ცნობილია ისიც, რომ შემოყვანას კურირებს მისი ბიძა თემურ ალასანია. აგრეთვე შემოყვანის საკითხში ჩართულები არიან თემურ ალასანიას უცხოელი კოლეგები. ანუ უცხოური სპეცსამსახურები. იქვე ნახსენებია თემურ იაკობაშვილის გვარი. როგორც ჩვენთვის ცნობილია თბილისში და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სააკაშვილის მომხრეებისა და ახალგაზრდების მობილიზაცია მის დასაცავად, ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში.
როგორც უცხოეთიდან მატყობინებენ, თვითონ სააკაშვილი უკრაინაში აგროვებს მომხრეებს საქართველოში წამოსასვლელად. აგრეთვე ცნობილია ისიც, რომ ქართულ სპეცსამსახურებში და შ.ს.ს-ში მ. სააკაშვილის მხარდამჭერ მაღალჩინოსნებს აკონტროლებს ბ-ნი ვანო მერაბიშვილი. ქართულ სპეცსამსახურებში ვანო მერაბიშვილის და მიშა სააკაშვილის მხარდამჭერი ჯგუფები საქმის კურსში არიან მისი ქვეყანაში შემოყვანის თაობაზე. ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში სააკაშვილს გარკვეული ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ. შესაძლოა, კოალიციაზეც შეთანხმდნენ.
მოვუწოდებ შ.ს. მინისტრს ბ-ნ ვახტანგ გომელაურს და სუს-ის ხელმძღვანელს, ბ-ნ გრიგოლ ლილუაშვილს, გააკონტროლონ საკუთარი უწყებები და არ მისცენ მოქმედების საშუალება სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფებს!
ჩემთვის წყაროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აგრეთვე ნახსენები იყო ის 75 მილიონი დოლარი,  რის სანაცვლოდაც ჩვენს ქვეყანას უნდა მიეღო ავღანელი ლტოლვილები, რაზეც ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა. განაწყენებული ევროპელი პოლიტიკოსები სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას სავარაუდოდ ხელს შეუწყობენ. (ეს ძალიან მოკლედ). ინფორმაცია ბევრად მეტია.
ამ ინფორმაციას სამი სხვადასხვა მნიშვნელოვანი წყარო ადასტურებს”
 – წერს ლაშა ამირეჯიბი
კომენტარები