„მზად ვართ, ნებისმიერ დროს, პარლამენტს წარვუდგინოთ დეტალური ანგარიში. წარვუდგინოთ ის დეტალური ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის“ – გიორგი გახარია

-„მესმის, საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული, მათ შორის საინტერესო და ობიექტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მინდა განვაცხადო მზაობა, როგორც პირადად ჩემი, ასევე მთავრობის თითოეული წევრის მხრიდან, ნებისმიერი სახით, მათ შორის პარლამენტში.

პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავ, როდესაც პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, მზად ვარ ნებისმიერ დროს მივიდე პარლამენტში.

„მზად ვართ, პირადად მეც, ნებისმიერ დროს, როდესაც პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, წარვუდგინოთ ის დეტალური ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომენტარები