„მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არ წავალთ კომპრომისზე მთავარ …“- იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არ წავა კომპრომისზე ღია კარის პოლიტიკისა და მოკავშირეების დაცვის პრინციპებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

-„ძალიან ბევრ საკითხზე შორს ვართ შეთანხმებიდან. საჭიროა არსებითი მსჯელობა. მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არ წავალთ კომპრომისზე მთავარ პრინციპებზე, როგორიცაა ღია კარის პოლიტიკა და ნატოს უფლება, დაიცვას ყველა მოკავშირე. რუსეთი შეხვედრაზე არ იყო მზად, ნატოს მიერ შეთავაზებულ გზას დათანხმებოდა, მაგრამ იმედი გვაქვს, დაგვთანხმდებიან. ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს-  რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძვირი დაუჯდება.“

კომენტარები