„მზად ვარ, აზერბაიჯანს ჩავბარდე, თუ ყველა დატყვევებულ სომეხ სამხედროს გაათავისუფლებენ“-ფაშინიანის შვილი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის შვილმა, აშოთ ფაშინიანმა განაცხადა:

-„მზად ვარ, აზერბაიჯანში გავემგზავრო იმ პირობით, – ყველა დატყვევებულ სომეხ სამხედროს თუ გაათავისუფლებენ. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ამ თემით სპეკულირებს, თუმცა სამშობლოს სამსახურში ყოფნა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მე და ჩემი ოჯახი“.

8 ივნისს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, – მზად არის, საკუთარი ვაჟი აზერბაიჯანში დატყვევებულ ყველა სომეხ სამხედროზე გაცვალოს.

მანამდე სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა, თავისი შვილი გადასცეს აზერბაიჯანს და მის ნაცვლად დაიბრუნოს 20-25 სამხედრო ტყვე.

-„ოფიციალურად ვეუბნები ალიევს: ჩემს შვილს ტყვეების სანაცვლოდ გთავაზობ“. ეს არა ემოციური, არამედ ოფიციალური განცხადებაა, ველოდები ოფიციალურ პასუხს ველოდები, – განაცხადა ფაშინიანმა.

კომენტარები