„მზისგან მიღებული დამწვრობის შედეგად დამწვრობის ცენტრში 4 წლის პაციენტი მკურნალობს. ლეღვის ნახარშით მთვარის სინათლეზეც კი ქიმიურ“- გუგა ქაშიბაძე

-„დამწვრობის ცენტრში ამჟამად სულ ორი პაციენტია მოთავსებული, რომლებმაც მზისგან დამწვრობა მიიღეს –  4 წლის გოგონა და 19 წლის ბიჭი.

პაციენტებს მზეზე დამწვრობები აღენიშნებათ. 4 წლის ბავშვი  ოჯახთან ერთად იყო და აუზთან ხამგრძლივად იყვნენ. მდგომარეობა არის სტაბილური. ზაფხულის დაწყებასთან ერთად, სულ სტაციონარული მკურნალობა 25 პაციენტს დასჭირდა, ამბულატორიული სერვისი 60-მდე პაციენტმა მიიღო. ყველა ეს შემთხვევა მზის დამწვრობით იყო მიღებული, ყველა ამ შემთხვევის თავიდან აცილება ელემენტარული წესების დაცვის შემთხვევაში შეიძლებოდა.

ლეღვის ნახარშით არ არის აუცილებელი მზეზე გასვლა. მთვარის სინათლეზეც კი დამწვრობას მიიღებენ.

ლეღვის ნახარშის წელს სულ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. იმედი გვაქვს, მეტი შემთხვევა არ იქნება. 30 წლის ქალი ჩვენს ცენტრში არ მკურნალობდა. შემთხვევა რეგიონში მოხდა. განსაკუთრებით ქვემოკიდურებზე იყო დამწვრობა. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო. ლეღვის ფოთლების ნახარშის წასმით, ვერანაირ რუჯს ვერ მიიღებენ, პირდაპირ ქიმიურ დამწვრობას მიიღებენ. არც არის აუცილებელი მზეზე გასვლა. მთვარის სინათლეზეც კი ტრამვას მიიღებენ“, – განაცხადა იმედის დილაში“ ჩართვისას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

კომენტარები