“მთავარი კრიტიკული დასკვნა რაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობიდან გავაკეთე მისმა მხარდამჭერმა – არ შეიძლება კომპრომისების დაშვება ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ საკითხებზე”-მიშა მშვილდაძე:

მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში წერს-

“მთავარი კრიტიკული დასკვნა რაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობიდან გავაკეთე მისმა მხარდამჭერმა – არ შეიძლება კომპრომისების დაშვება ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ საკითხებზე – არ იცვლება ეკონომიკური და სტრუქტურული წარმატებები ადამიანის უფლებების სფეროში ჩავარდნებში – უბრალოდ არ ექსჩეინჯდება ეგენი ერთმანეთში.

მთავარი კრიტიკული დასკვნა, რაც ოცნების მხარდამჭერებმა უნდა გააკეთონ ბიძინას მმართველობის შეფასებისას: არ შეიძლება რისკების დაშვება მტერთან კოლაბორაციის მიმართულებით – არ შეიძლება ეგ რისკი, დაუშვებელია და არ იცვლება არაფერში საერთოდ, რაც არ უნდა ჩათვალოთ მის წარმატებად.

კიდევ უამრავი დეტალის ჩაშლა შეიძლება, მარა მთავარი ესაა, ჩემი აზრით, თუ დიდ სურათში გიყვართ მოვლენების ყურება”-წერს მშვილდაძე

ბედის ირონიაა ალბათპირდაპირ ეთერში  თამარა ჩერგოლეიშვილის მიერ დატუქსული მიშა მშვილდაძე ჭკუას რომ არიგებს ადამიანებს.

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები