მთავრობამ ტურიზმის სექტორს საშემოსავლო გადასახადი ჩამოაწერა

-„საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, – 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი გადაუვადონ სასტუმროებს, რომლებსაც ზამთრის სეზონზე ოპერირება სრულად აეკრძალათ, ესენია ის დაწესებულებები, რომლებიც სასრიალო კურორტებზე მდებარეობენ: მესტიაში, გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე.გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიში მდებარე სასტუმროებს გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი, 2020 წლის პირველ ივლისამდე. ამ საკურორტო ზონებში შევზღუდეთ მუშაობა, როცა დანარჩენ საქართველოში სასტუმროების მოქმედება არ არის შეზღუდული. დაახლოებით 100–ზე მეტი კომპანია იქნება ამ პროგრამის ბენეფიციარი. მთავრობამ ტურიზმის სექტორს საშემოსავლო გადასახადი ჩამოაწერა. ეს არის საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდაც ტურიზმის სექტორს 2020 წლის თებერვალ–მაისში გადაუვადეს. შეღავათის საერთო მოცულობა 20 მილიონი ლარია, ამ პროგრამით თავის დროზე დაახლოებით 1000–მდე კომპანიამ ისარგებლა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

კომენტარები