მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა 6-თვით უხანგრძლივდება

პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონს, რომლის საფუძველზეც, მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა 6-თვით უხანგრძლივდება.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება დეპუტატებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო.

უმრავლესობაში განმარტავენ – „აღნიშნული ვადა, ექვსი თვე არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება რადიკალური გადაწვეტილებების მისაღებად ემზადება ან შეზღუდვები კიდევ ნახევარი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

-„იმედი მაქვს, 6 თვის შემდეგ აღარ დაგვჭირდება კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება, თუმცა ამისთვის საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას ის რეკომენდაციები და წესები, რომელსაც საკონსულტაციო საბჭო გასცემს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები