„მთავრობის მთავარი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს ის, შეუქმნას თანაბარი პირობები“

„ქართულმა ოცნებამ“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წარადგინა.

-„ქართველ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს თანაბარი კარგი განათლება, ხანდაზმულს კი ნორმალური ჯანდაცვის საშუალება და სოციალური დახმარება.

ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ეს ყველაფერი არის კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ უკეთესი იყოს, ვიდრე გუშინდელი და ხვალინდელი დღევანდელზე უკეთესი.

მთავრობის მთავარი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს ის, შეუქმნას თანაბარი პირობები იმისთვის, რომ თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს თბილისში, ამბროლაურში, სადაც არ უნდა იყოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები