„მთავრობის მიერ ტყის მასივების უსასყიდლოდ გადაცემა ეკლესიისთვის ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მწვანე ზოლი შეუნახოთ მომავალ თაობას. საუბარია მხოლოდ მონასტრებთან ახლოს მდებარე ტყის მასივებზე“ – მიტროპოლიტი გერასიმე

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საპატრიარქოსთვის 20 ჰექტარი ტყის გადაცემას ითვალისწინებს.

-„მთავრობის მიერ ტყის მასივების უსასყიდლოდ გადაცემა ეკლესიისთვის ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მწვანე ზოლი შეუნახოთ მომავალ თაობას. საუბარია მხოლოდ მონასტრებთან ახლოს მდებარე ტყის მასივებზე.

წლებია, საქართველოში ხე-ტყის მასიური განადგურება ხდება და ეკლესია დაიცავს და მოუფრთხილდება.

,ტყეს შევუნახავთ მომავალ თაობას. ხედავთ, როგორ გაიჩეხა ტყეები, როგორ გაიძარცვა ეს დიდი საუნჯე, ქვეყნის ფილტვები. ეკლესიები ყოველთვის უფრთხილდებიან ტყეებს და მომავალ თაობას ასე გადასცემენ. იმ ტყის მასივზეა საუბარი, რომელიც მონასტრების ახლოს მდებარეობს. სხვა კომფესიებსაც იგივე დაფინანსება აქვს, იგივე პრივილეგიებით სართგებლობენ. საქართველოს ეკლესიას გააჩნია უცხოეთში ეპარქიები, რომელიმე ეპარქიას აქვს პრივილეგიები ისეთი, როგორიც მათ კონფესიებს აქვთ საქართველოში?! არსად არ ხდება ისე, როგორც საქართვეკოში! საქართველო არის მაგალითი, არის და იქნება,” – განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ.

კომენტარები