მთელი არგენტინა უპრეცედენტო ავარიის გამო, დენის გარეშე დარჩა

მთელი არგენტინა და მისი მეზობელი ქვეყნის, ურუგვაის რამდენიმე უბანი დენის გარეშე დარჩა. როგორც ადგილობრივი საიფორმაციო საშუალებები იტყობინებიან დენი არგენტინაში, ადგილობრივი დროით,  დილის ექვს საათზე გაითიშა, მიზეზად კი ავარია სახელდება. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია.

რამდენადაც ცნობილია ქვეყნის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არჩევნებია დანიშნული.

“ელექსტოსისტემაზე მომხდარი ავარია საკმაოდ სერიოზულია. მას შეიძლება უპრეცედენტოც კი, ვუწოდოთ” – აცხადებს ელექტრომომწოდებელი კომპანია “Edesur-ი.”

 

 

კომენტარები