„მთელი კავკასია დაგვცინის, ყველამ აბუჩად აგვიგდო, ქართველები გაპიდარასტდნენო, იძახიან”

ლევან ვასაძე აცხადებს:

„ყველაფერს ვანაცვალე ჩემი თავის დამცირება და აქ თქვენისთანა ხალხთან ფარიკაობა, ნაცვლად იმისა, რომ ცოლ-შვილთან ერთად სახლში ვყოფილიყავი, თქვენ გგონიათ მე მჭირდება ეს, თქვე უბედურო თაობავ?.

მთელი კავკასია დაგვცინის, ყველამ აბუჩად აგვიგდო, ქართველები გაპიდარასტდნენო, იძახიან”.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა, როგორც დაგეგმილი იყო, 8 ნოემბერს  შედგა.

„ამირანთან“სპეცდანიშნულების რაზმი და საპატრულო პოლიცია იყო მობილუზებული.  აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. „ქართული მარშის“ წარმომადგენლები და ლევან ვასაძის მხარდამჭერები სამართალდამცავების მოწოდებას არ ემორჩილებოდნენ და კინოთეატრში შესასვლელად ადგილზე განთავსებული ბარიკადების გარღვევას ცდილობდნენ.

სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი.

 „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

 

კომენტარები