„მთელ საქართველოს მოვუწოდებ, – ყველანი ფეხზე, ყველანი გარეთ, სანამ არ დავამთავრებთ“-შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფებოდა. საპატიმროში ნიკა მელიასთან შეხვედრას ითხოვდა.

-„ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, – რუსეთის ოკუპაციიდან 100 წლის იუბილეზე და საბჭოთა არმიის დაბადების დღის ზეიმზე ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული პარტიის ლიდერი საკუთარ ოფისში დაპატიმრებული იქნებოდა, ეს ოფისი იქნებოდა შტურმით აღებული „როსგვარდიის“ მიერ. ეს არ იყო ქართული პოლიცია, ეს იყო „როსგვარდია“. ჩვენ დავინახეთ, რეალურად რა უბედურება ტრიალებს ქვეყნის თავზე.

მოვითხოვ, ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც იმის გამოა გამოკეტილი, – ხმა აიმაღლა ანტისაოკუპაციო მიტინგზე, მოითხოვა ოკუპანტების გასვლა საქართველოდან.

მსოფლიო თანამეგობრობისგან, აშშ-სგან, ევროკავშირისგან, დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ყველა ქვეყნის მთავრობისგან მოვითხოვ, სასწრაფოდ სანქციები ყველას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, შს მინისტრს, უშიშრების ხელმძღვანელს, თალაკვაძეებსმდინარაძეებსკობახიძეებს, ღარიბაშვილს და იმ მოსამართლეებს, რომლებსაც სამშობლოზე წინ საკუთარი ბინძური მანდატები და სტატუსები ურჩევნიათ. მთელ საქართველოს მოვუწოდებ, – ყველანი ფეხზე, ყველანი გარეთ, სანამ არ დავამთავრებთ ამ ამაზრზენ ანტიეროვნულ რეჟიმს“, – განაცხადა  შალვა ნათელაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

კომენტარები