მთვარეზე პირველ ნაბიჯს ქალი დადგამს

მერიკის შეერთებული შტატები მთვარესა და მარსზე ადამიანებისგან შემდგარ მისიას ვერ აგზავნის. ASA-ს ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენშტაინმა CBS-სთან ინტერვიუში ამის მიზეზი დაასახელა:
„ამის მიზეზი არასაკმარისი დაფინანსებაა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, რომ აშშ-ის დროშა მთვარეზე დაამაგრონ. ადრე მისიებში ქალები არ იგზავნებოდნენ, დღეს კი აშშ-ს ჰყავს კარგი სპეციალისტები და ქალი ასტრონავტები. ახლა როცა ჩვენ მთვარეზე დავბრუნდებით, ამით დაბრუნდება იქ მთელი ამერიკა. ვფიქრობ, რომ ეს კარგი მესიჯია. 2024 წელს მთვარეზე მისიის დროს პირველ ნაბიჯს დედამიწის თანამგზავრზე ქალი დადგამს“.
მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპს ბევრჯერ გაუკეთებია. NASA-ს გამოთვლებით, 2024 წლისთვის ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნა $20- $30 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. ტრამპის ადმინისტრაციას თავდაპირველად სურდა, რომ ამერიკელები მთვარეზე 2028 წლისთვის გამგზავრებულიყვნენ. შემდეგ პროექტის 4 წლით დაჩქარება გადაწყვიტეს. ტრამპმა 2020 წლისთვის NASA-ს ბიუჯეტის $1.6 მილიარდით გაზრდა მოითხოვა.

კომენტარები