„მიგვიხვდნენ თურმე, ჩვენ არ მოგვწონს, რომ პატრიარქს აგინებენ და ეს იმისთვის გვინდა, რომ რაღაც სხვა საკითხი გადავფაროთ“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით:

„საზოგადოება, დეპუტატებს შორის დაპირისპირების მსგავს სურათს განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც უყურებს.

ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა. უბრალოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვები ბევრი იყო. ბოლო დღეები შეხვედრები მქონდა უნივერსიტეტის სტუდენტებთან, გალიდან გადმოსულ სტუდენტებთან [კარგად იცით საკმაოდ საინტერესო პროექტია „წიგნების თარო” და მოსწავლეებთან. არავის აღარ უკვირს, რომ პარლამენტში შეიძლება, ასეთი დაკა-დაკა მოხდეს,  მითუმეტეს თუ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში იგივე სურათს უყურებენ.

აქ დამცირება ადამიანის, ქვემოთ ჩაყვანა ნორმალურად ითვლება. აღარ მინდა გავიმეორო, ჩემმა კოლეგამ, ზვიადმა ისაუბრა ამ საკითხებზე. გოშია სხვას ეძახის გოშიას, რეალობის დამახინჯების ინტენსიური მცდელობაა და პროცესი მიდის ისეთი, რომ არ შეიძლება, არ გამოვეხმაურო. მიგვიხვდნენ თურმე, ჩვენ არ მოგვწონს, რომ პატრიარქს აგინებენ და ეს იმისთვის გვინდა, რომ რაღაც სხვა საკითხი გადავფაროთ. თურმე ნუ იტყვით და წინწყაროს მელოდიაზე ჩოხაში ჩაცმული ბიჭების სექსის გადაღება შეიძლება, არ მოგწონდეს და ეს თურმე რა ყოფილა, იცით? ჩვენ თურმე ამით, არმოწონების გამო შეკრულები ვართ იმ ხალხთან, ვინც ქვებს ისვრის, ან ჯვარს იყენებს თავში დასარტყმელ იარაღად. ხომ ყველამ იცის, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ხშირად თუ გაიმეორებ, შეიძლება, შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ ადამიანები, რომლებიც თვითონ გადასულები არიან ყოველგვარ ზღვარს, დღეს რაღაც სიმართლის მიმართულებაზე დგანან. მითუმეტეს იმ ხალხის გასაგონად, ვინც საქმის კურსში არ არის და ემოციურად არაა დაკავშირებული იმ პერიოდთან, როცა ესენი ყავარჯნებიანი კაცის სიმბოლოთი იყვნენ წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკაში. არის კიდევ რამდენიმე საკითხი რომელსაც, ალბათ, ყურადღება უნდა მივაქციოთ. განსაკუთრებით ახალგაზრდებზე ვწუხვარ, ვინმემ მართლა არ დაიჯეროს, რომ ეს უსინათლო, თუ უწყლო სოფლები ახლა შევქმენით და ახლა აღმოცენდა სიცარიელიდან, ხომ დაგვხვდა უამრავი ადამიანი ლოგინს მიჯაჭვული, სიკვდილის სარეცელზე დაწოლილი. უამრავი ადამიანი, ვისაც ღვიძლის კიბო ჰქონდა. დანგრეული გზები, გაზზე აღარ არის ლაპარაკი, დენის გარეშე სოფლები ხომ დაგვხვდა. შეადარეთ სტატისტიკა, ახლა რა მდგომარეობაა და რა მდგომარეობა იყო. ასეთი გამწარებით, გააფთრებით შემოტევა ემსახურება ერთადერთს, დაძაბულობის ეს ატმოსფერო შენარჩუნდეს და განვითარდეს კიდეც. ნუ ავყვებით, ვიმუშაოთ“.

პარლამენტის სხდომაზე, 12 ნოემბერს, დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა

კომენტარები