მიგრაციული კრიზისის ფონზე განიხილავენ ნატოს მე-4 მუხლის გამოყენების შესაძლებლობას

 

პოლონეთი, ლიტვა და ლატვია ბელორუსის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის ფონზე განიხილავენ ნატოს მე-4 მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

გარდა ამისა, ვარშავა დაჟინებით მოითხოვს ახალი ანტიბელარუსული სანქციების შემოღებას საზღვრის სრულ ჩაკეტვამდე.

მეოთხე მუხლი ითვალისწინებს ნატოს საბჭოს მოწვევას კონსულტაციებისთვის, თუ ალიანსის ერთ-ერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.

მორავიეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში „არ არის საკმარისი მხოლოდ ჩვენი შეშფოთების საჯაროდ გამოხატვა – ახლა საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები და მთელი ალიანსის ჩართულობა“.
თუ ნატოს ქვეყნები ერთად არ იმოქმედებენ, ლუკაშენკომ შესაძლოა საზღვარზე სამხედრო იერიშიც მიიტანოს – განაცხადა მორავიეცკიმ

დამატებითი სანქციების განსახილველად, მათ შორის ბელარუსთან საზღვრის სრული დახურვის შესახებ, პოლონეთი იქნება ევროკავშირის სპეციალურ სამიტზე წარმოდგენილი რომელიც მოიწვიეს ვარშავის ინიციატივით.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები