„მიდის გლობალური ომი – გადავიაროთ ერთი ახალი წელი შედარებით მოკრძალებით“ – დავით გადელია

-„მიდის გლობალური ომი, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა,თავით-ფეხებამდე ჩართულია ამ ომში, მიკროსამყაროსთან ომში.ომის დროს დამახასიათებელია ადამიანების (ყველა დონეზე-ქვეყნების, სოფლის, თუ უბნის) ტრადიციების, ჩვევების შეჩერება-ან, ზოგჯერ, მივიწყებაც კი! ყველა ამჩნევთ, მისალმებისას უკვე არავინ არსად არ ართმევენ ხელს, არ არის მისასალმებელი ხვევნა- კოცნა (ჩვენშიც გავრცელებული იყო). მათთვის, ვისაც კიდევ აქვს ეჭვები ომთან დაკავშირებით, ვეტყვი: ისეთი გააფთრებული ომია, – ქართველები იძულებული ვართ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მიცვალებულთა ამქვეყნიურად უკანასკნელი პატივგების ძალიან მყარი ტრადიციებიც კი შევაჩეროთ! თითქმის ყველა გარდაცვლილი, კოვიდით დაავადებული, იმარხება უმოკლეს დღეებში. ძალიან ხშირად – იმავე დღესაც! ისეთ ადამიანებს ვკრძალავთ ყოველგვარი პანაშვიდების, ქელეხების და სათანადო დატირების გარეშე, რომლებიც თავად იყვნენ აუარება ჩვენთაგანის მეოხი მსგავს შემთხვევებში… და ეს სრულიად გასაგებია ახლა, იმიტომ რომ ომია! არ არის დრო ჩვეულებების..

არ არის დრო ბევრი რამის.. რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით უნდა გამოვიდეთ ამ ომიდან. ჩემი აზრით, არც 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვების შეჩერებაა სწორი. გადავიაროთ ერთი ახალი წელი შედარებით მოკრძალებით, როგორც ომიანობას შეჰფერის. გავრცელების ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ! მკურნალობაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური- პროფილაქტიკაა!“, – განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორმა, დავით გადელიამ.

საქართველოსი კორონავირუსის 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა

კომენტარები