“მივდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან!” – ბიძინას კვალდაკვალ პოლიტიკიდან ლუკა კურტანიძეც მიდის:

 ლუკა (ელდარ) კურტანიძე:

– ისტორიული ქველმოქმედების მეფე პოლიტიკიდან წავიდა, ! სადაც უძლიერესი ვიყავი მის გვერდზე როგორც ერთგული თანამებრძოლი და აღფრთოვანებული ადამიანი მისი იდეით ქართველთა ოცნება საუკუნეების მანძილზე. … ქართული ოცნების ასრულება! ენით გამოუთქმელი ურიცხვი სიკეთის რეალური მთესველი ერის კაცი ბიძინა ივანიშვილი!!! ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება , ზუსტად 12 წლის შემდეგ მივდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან ….! არცერთი პარტიის განცხადება, იქნება თუ პოლიტიკური აქტიურობა იქ მე, ლუკა ელდარი კურტანიძე არ ვიქნები! არც ფიზიკურად და არც მხარდამჭერი განცხადებით! ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან! რადგან, ვთვლი რომ ჩემი მისია, თუნდაც სიცოცხლის ფასად ვყოფილიყავი პოლიტიკაში, ისეთი ფორმით როგორც ვმოქმედებდი, ამოიწურა !რამოდენიმე წლის წინ ინტერვიუში ვთქვი, როცა ერის კაცი, ბიძინა ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან, მეც მისი უღალატო თანამებრძოლი და მეგობარი ლუკა ელდარი კურტანიძე დავასრულებ პოლიტიკურ აქტივობას. …!

Wrestling : World Freestyle Championships /Men 96 Kg, Kurtanidze Eldar ( Geo ) /Madison Square Garden, Championat Du Monde Lute Freestyle, (Photo by Tim De Waele/Getty Images)

დიახ დღეს ეს დროც დადგა …! მადლობა უფალს და თითოეულ იმ ადამიანს ვინც იყო იმედი, ძალა და ნუგეში ყოველი ხვალინდელი დღის,! მადლობა ვისაც სჯეროდა ჩემი გულწრფელი სუფთა ბრძოლის სამშობლოსთვის! დიახ მე როგორც წლების წინ ვიყავი შემრიგებელი გამაერთიანებელი ყველასთვის იქ ვბრუნდები! საქართველოს გამარჯვების სიხარულით გავაერთიანებ ყველას… გავზრდი მომავალ თაობას სადაც ძმობა ურთიერთ გატანა და სამშობლო საქართველოს უსაზღვრო სიყვარული იქნება! ვიქნები იმ სფეროში, სადაც ყველასთვის სიყვარულით სავსე მსახური ვიქნები! მე ასეთი ერთგულება მასწავლა უფალმა! ხვალ ნათლისღებაა და ყველას თითოეულ მოქალაქეს ადამიანს მეგობარს თუ მოწინაღმდეგეს მუხლმოყრილი შენდობას ვთხოვ …და მინდა გწამდეთ თქვენი გულწრფელი მსახური ვიქნები ჩვენი სამშობლო საქართველოსთვის! შიგნით გულში და სულში ვილოცებ და ასევე ყოველდღიური შრომით და ქმედებით ყველასთვის, მიუხედავად მათი პარტიულობისა, პოლიტიკური მრწამსისა თუ აზრთა სხვადასხვაობისა, ასრულდეს ჩვენი ერისთვის, იდეა რომელსაც ჰქვია და მყარი საძირკველი ჩაუყარა ერის კაცმა ბიძინა ივანიშვილმა ….. ქართული ოცნება…..! ამინ….. გამარჯვებული მივდივარ საერთო გამარჯვებისთვის!

კომენტარები