„მივესალმები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მოწოდებას საოკუპაციო ხაზზე ყველა გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტი სალობე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს:

„მივესალმები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მოწოდებას საოკუპაციო ხაზზე ყველა გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ. საერთაშორისო საზოგადოებისადმი ჩემი  მიმართვის შემდეგ პოზიტიური წინსვლისა და ადამიანის უფლებების დაცვის იმედი მაქვს“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. დე ფაქტო რეჟიმს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდეს.

კომენტარები