„მივიღეთ სრულიად უპასუხისმგებლო, გონისგან დაცლილი ხელისუფლება, ენმ-ს ოფისში შემოვარდნა გაცილებით უარესი ვანდალიზმი იქნება, ვიდრე 9 აპრილს ჩაიდინა როდიონოვმა“-გიგი უგულვა

-„ჩვენ მივიღეთ სრულიად უპასუხისმგებლო, გონისგან დაცლილი ხელისუფლება, ამიტომ ერთი ათად არის თქვენი პასუხისმგებლობა გაზრდილი. ჩვენ აქ არაფერ უკანონოს არ ვაპირებთ. ჩვენთვის ცნობილია ის გეგმა, რითაც აპირებენ აქ შემოვარდნას. ჯერ შემოუშვენენ პროვოკატორს. დღეს საზოგადოების მთავარი ადრესატი უნდა იყოს ყველა ის პოლიციელი, რომელიც დგას არჩევანის წინაშე. არ შეასრულოთ ეს დავალება, უთხარით, – პოლიტიკური კრიზისი მაგიდაზე დაჯდომით უნდა მოგვარდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შემოვარდნა იქნება გაცილებით უარესი ვანდალიზმი, ვიდრე 9 აპრილს ჩაიდინა როდიონოვმა”.

ღარიბაშვილის გაპრემიერებასთან ერთად, ალბათობა, კატასტროფული გადაწყვეტილებებისა, იზრდება. მინდა მივმართო პილიციელებს, – გახარია იმის გადადგა იმის, რომ თქვენ არ აგეღოთ პასუხისმგებლობა იმ კატასტროფაზე, რაც შეიძლებოდა ამ უგუნურ გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. თქვენზე ძალიან ბევრი რამე იქნებოდა დამოკიდებული, თქვენ თუ გეყოფათ გამბედაობა და ეტყვით თქვენს ხელმძღვანელობას, – ეს არის პოლიტიკური კრიზისი და ჩხუბით და ერთმანეთის თავების დამტვრევით პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გარღმავდება და მოუწოდებთ, -ეს არ არის კრიმინალთან ბრძოლა, ეს არის პოლიტიკური კრიზისის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობა, რაშიც პოლიციას არაფერი ესაქმება. თქვენ ხელში იქნება ბევრი რამ, თუ თქვენ გააგებინებთ თქვენს ხელმძღვანელობას, -რისი მცდელობაც გახარიას ჰქონდა, ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეიძლება წავიდეს უკეთესად.  თქვენ მონურად თუ დაემორჩილებით ამ შლეგი, ნახევრად ადამიანის, გაბოროტებული ჯამბაზის გადაწყვეტილებებს, მაშინ თქვენ მას ჩაყვებით საფლავში, არამარტო თქვენ, არამედ თქვენს შთამომავლებსაც დაწყევლის ხალხი“, -განაცხადა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულვამ.

კომენტარები