„მივიღე გადაწყვეტილება, ყველაზე რთულ ადგილას წავსულიყავი” – ირაკლი ოქრუაშვილი

-„ საბურთალოს ოლქი ერთ-ერთი იყო, სადაც კენჭისყრა შემთავაზეს. ამას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ვიდრე არსებობდა გარკვეული სახის პრობლემა, რომ, შეიძლებოდა, ჩემი კანდიდატურა ხელის შემშლელი გამხდარიყო საერთო შეთანხმების მიღწევისთვის,  ამ დროს გავერიდე პროცესს, როდესაც მივიღე შეთავაზება, მხოლოდ მას შემდეგ დავთანხმდი.

სხვადასხვა შემოთავაზება იყო. საბოლოო ჯამში, მივიღე გადაწყვეტილება, ყველაზე რთულ ადგილას წავსულიყავი. ჩემთვის ასეა ცხოვრება, – სირთულეები რაც მეტია, მით უფრო საინტერესოა ამ სირთულეების გადალახვა.

მთავარი კონკურენტი, არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ოპოზიციური კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილია, რომელიც გაზრდილ კრიმინალთან ასოცირდება, გაზრდილ კორუფციასთან, ქვეყნის დაცლასთან, ინფლაციასთან, უპერსპექტივობასთან და ა.შ.  ჩვენ, თუ ამ კონკურენტს დავამარცხებთ, ქვეყანას გამოვიყვანთ ჭაობიდან.

საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ჩემი დასახელება, ერთგვარად, ჩემი “წინა ხაზზე გაშვებაა” გაერთიანების მხრიდან”- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მაჟორიტარად, საბურთალოზე  – ირაკლი ოქრუაშვილი დაასახელა.

კომენტარები