„მივიყვანთ ბოლომდე – პენსიონერებსაც გაუიაფდებათ სესხის პროცენტი, აუცილებლად სამარშრუტო ტაქსებზეც აღდგება სამართლიანობა“-გიორგი ვაშაძე

 „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა

-„ყველა საქმეს მივიყვანთ ბოლომდე,- პენსიონერებსაც გაუიაფდებათ სესხის პროცენტი, აუცილებლად სამარშრუტო ტაქსებზეც აღდგება სამართლიანობა, ადამიანები, რომლებმაც ეს სამარშრუტო ტაქსები განავითარეს, დაბრუნდებიან. არც ერთ საქმეს შუა გზაში არ დავტოვებთ! თქვენ საქართველოს მოქალაქეებს ჩაგრავთ, ყოველთვის მათი მტერი ვიქნები, ვინც ჩაგვრას გააგრძელებს საქართველოში!

დედაქალაქის მერმა სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლების ოპერაციით, რომელიც ე.წ. „ყვითელი მარშრუტკების“ „ლურჯი მარშრუტკებით“ შეცვლას ეხება, ჩვეულებრივი კორუფციული თაღლითობა განახორციელა, რითაც ყოველწლიურად 43 მილიონი ლარი „ამოუღო ჯიბიდან მეიჯარეებს, მძღოლებს, დისპეტჩერებს, 5 ათასამდე ოჯახი მშიერი დატოვა. ძალიან ცუდია,  „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანონპროექტს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, – “ლიბერთი ბანკის” მხრიდან პენსიონერების ძარცვის პროცესის წინააღმდეგ“.

კომენტარები