“მივმართავ იმ პაციენტებს, მოსახლოების იმ ნაწილს, რომელმაც შეგნებულად არ მიმართა ექიმს და არ ჰქონია მიმართვის მცდელობა” – თენგიზ ცერცვაძე:

– „ახლაც კი, როდესაც ამდენი შემთხვევაა და გარდაცვალების რაოდენობამ მოიმატა, მოსახლეობის ძალიან სერიოზულ სეგმენტს არ სჯერა, რომ კოვიდინფექცია არსებობს, მიაჩნიათ, რომ ეს ვიღაცის გამოგონილია ან რაღაცის მიზნით ხდება ამით მანიპულირება. ვაფრთხილებ, ეს მათთვის სასიკვდილოა. მივმართავ იმ პაციენტებს, მოსახლოების იმ ნაწილს, რომელმაც შეგნებულად არ მიმართა ექიმს და არ ჰქონია მიმართვის მცდელობა, თუ ჰქონდა მცდელობა და ჯანდაცვა ვერ მოემსახურა, ეს ჩვენი პასუხისგებლობაა, მაგრამ როცა არ მიმართავს ექიმს, ვიდრე უკიდურესად არ დამძიმდება და პირდაპირ სარეანიმაციო არ ხდება, ეს თვითონ მოსახლოების და პაციენტის პასუხისგებლობაა. მაგრამ ჩვენ არ ვყოფთ პასუხისგებლობას, ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევები სავალალოდ მთავრდება. მივმართავ, ვთხოვ, მოვუწოდებ მოსახლეობას, ყველას, ვისაც ექნება რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი სიმპტომი, ცხელება, თუ ცხელების გარეშე, ნუ მიმართავენ თვითმკურნალობას, მეზობლების ან ნაცნობი ექიმების რჩევით მკურნალობას, დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამედიცინო სტრუქტურებს. თუ ვერ დაუკავშრიდებიან 112-ს, ოჯახის ექიმს, არსებობს ალტერნატიული ნომრები, სპეციალური საიტია შექმნილი, სადაც წერია სხვა ნომრები, როგორ დავუკავშირდეთ სასწრაფო დახმარების ეიქმებს, ონლაინ ექიმებს ან უკვე გამოჩნდნენ მოხალისე ექიმები, რომლებიც გვთავზობენ თავინთ ნომრებს, რათა დაუკავშირდნენ, იგივე კლინიკის ექიმებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები