„მივმართავ მათ, ვინც მონაწილეობდა, თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას, მივმართავ მათ, ვინც დაარღვია კანონი“ – დონალდ ტრამპი

ხელისუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული. ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა,  დონალდ ტრამპმა  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვიდეო მისი „ტვიტერის“ გვერდზე 12-საათიანი შეზღუდვის გაუქმების შემდეგ განთავსდა.

-„ამერიკა არის და ყოველთვის იქნება კანონისა და სამართლის ქვეყანა. მივმართავ მათ, ვინც მონაწილეობდა, თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას, მივმართავ მათ, ვინც დაარღვია კანონი, – თქვენ გადაიხდით. ჩვენ ახლახანს გავიარეთ დაძაბული არჩევნები, ემოციები მძაფრია. თუმცა, ახლა დროა,- ტემპერატურამ დაიწიოს და სიმშვიდე აღდგეს. ხლა კონგრესმა დაამტკიცა შედეგები, ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია შედგება 20 იანვარს. მე ფოკუსირებული ვარ ახლა ხელისუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზე. ეს მომენტი საჭიროებს განკურნებასა და შერიგებას. აშშ-ის საარჩევნო კანონმდებლობა რეფორმირებას საჭიროებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნდობა მომავალი არჩევნებისადმი. პატივი იყო, მემსახურა აშშ-ის მოქალაქეებისთვის“, – “განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა

. მან თავის მხარდამჭერებს მიმართა , – „საოცარი მოგზაურობა ჯერ მხოლოდ იწყება“.

კომენტარები