„მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც: თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, – პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი“ – ილია მეორე

-„მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც: თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, – პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი. ორივემ ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება და ეს სხვა პირველ რიგში უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი. ასეთ შემთხვევაში იბადება ბედნიერება. ბედნიერი ოჯახი არის ისეთი ერთობა, ისეთი სიყვარული, როცა სამაგიეროს არ ითხოვ სხვისგან და ამასთან უშურველად გასცემ შენს სიკეთეს. ეს ნიშნავს საკუთარი თავის შენს მეორე ნახევარში აღმოჩენას და მისთვის უანგარო მსახურებას. რა თქმა უნდა ყურადღება გასამახვილებელია იმაზეც, რომ ეს დამოკიდებულება ცამლხრივად არ იქცეს, არამედ ბოლომდე დარჩეს “მე” და “შენ” ურთიერთობად, “ჩვენ” ურთიერთობად და ქორწინების დღის “მეფობა” და “დედოფლობა” გარკვეული სახით მთელი ცხოვრება შენარჩუნდეს…”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე

ოჯახის სიწმინდის დღეს გილოცავთ.

კომენტარები