მიზეზი? ოჯახური ძალადობა! ოღონდ, ცოლი არ ჩივის, მეზობელმა გამოიძახა პოლიცია – ნინული ქავთარაძე:

– „ქუთაისის ციხეში პატიმრები შიმშილობენ, ორმა, როგორც გავიგე – პირი ამოიკერა… ერთ- ერთი ირაკლი ქუხიააა – მის დას ველაპარაკე… მიზეზი? ოჯახური ძალადობა, ოღონდ ცოლი არ ჩივის, მეზობელმა გამოიძახა პოლიცია, მეზობელმა მისცა ჩვენება და მეზობელმა გადაწყვიტა ადამიანის ბედი …
მოკლედ, 37 წელს რომ წერდნენ “დანოსებს” კომუნიზმის მეხოტბეები და ან გადასასახლებლად ან დასახვრეტად იმეტებდნენ მეზობლებს და ნაცნობებს – ისეა დღესაც.
სახლში ხმამაღლა იყვირა კაცმა და მეზობელმა სტაცა ხელი ტელეფონს. პოლიციამ – კანონია ასეთი და უნდა დავაკავოთო – ოღოდ წესიერად არც გაურკვევიათ, რა მოხდა – კანონია ასეთიო!
სახაზინო ადვოკატი არ დაუნიშნეს – სოციალურად დაუცველი არ ხართო, ისე ადვოკატის აყვანის საშუალება კიდევ არა აქვს ოჯახს… და ყველაზე მთავარი – პროკურორი ვახტანგ ნიქაბაძე არ მიდის პატიმრის სანახავად – ეტყობა აქაც კანონია ეგეთი – “მოძალადე” ქმარი უეჭველი დამნაშავე იქნება და ჯანდაბამდე გზაც ჰქონია მაგ საზიზღარსო…

ადამიანს იმის საშუალებასაც არ აძლევთ თქვას რა მოხდა, არც ადვოკატს უგზავნით და არც პროკურორი ეკონტაქტება სიმართლის გასარკვევათ – და ესაა თქვენი კანონები და სამართალი?
ხალხი შიმშილობს პირამოკერილი, თქვე ჯალათებო!
ხელოვნურად ნუ ზრდით “მოძალადეების” სტატისტიკას და შერჩევითი დამოკიდებულება ნუ გააღვივეთ გენდერის მიხედვით, თორემ ისევ თქვენ შემოგიბრუნდებათ ეგ კანონები ერთ მშვენიერ დღეს, მამაკაცებო, ხმამაღლა თუ მოგიწევთ ცოლთან სჯა- ბაასი და მეზობელს პასტას ვერ გააგდებინეთ ხელიდან…
იმათ ხომ თქვენზე კარგად იციან თქვენს ოჯახში რა ხდება…“

– წერს ნინული ქავთარაძე

კომენტარები