„მიიღე ზომები! სადამდე უნდა იყოს ასე?- სააფთიაქო ქსელში უხარისხო პროდუქცია იყიდება…” – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

-„ქვეყნაში რამდენი ენერგია იფანტება ტყუილად. უკიდურესად დაძაბულია სიტუაციაა.
ამდენი ენერგია იხარჯება და რისთვის?
ამ დროს ბევრი რეალური პრობლემაა ქვეყანაში, რაც მართლა აწუხებს ადამიანებს, რაც მართლა მოსაგვარებელია; ეს ენერგია და მოთხოვნები საერთოდ არ არის მიმართული ამ პრობლემების გადაჭრისკენ. მეტიც, – არც კი ახსენებს არც ერთი მხარე.

პირბადეების პრობლემა თუ ვერ მოგვარდება, როგორ უნდა მოგვარდეს წამლების საკითხი, როგორ უნდა მოგვარდეს დიაგნოსტიკის  საკითხი?!

აფთიაქების ქსელს მივმართავ,  არ არის პრინციპი, ვინმეს „ბოიკოტი“ და ვინმეს გაკოტრება. ყველას აქვს ბიზნესი, მაგრამ გააკეთეთ სწორი ბიზნესი. ეს ბიზნესია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და უნდა გავუფრთხილდეთ  ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობას. ადამიანებს უკვე ეჭვი ეპარება, რომ თქვენ გაქვთ მართლა კარგი პროდუქცია. თქვენ პირბადის ფასი ვერ დაწიეთ! ჯანდაცვაში ხარისხი არის მთავარი და არა რაოდენობა! თქვენ გაინტრესებთ, იყიდოთ იაფიანი წამალი და გაყიდოთ ბევრად ძვირად!

პირბადის მაგალითი ავიღოთ: -გასაგებია, იყიდება სააფთიაქო ქსელში უხარისხო პროდუქცია, ეს  საბოლოოდ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. სახელმწიფო რომ ხარ, თუ აქამდე არ იცოდი და გამოგეპარა, ახლა ხომ გაიგე? როდემდე უნდა იყოს ასე? სადამდე უნდა აკეთებდეს ერთი ადამიანი ჩართვებს საფრანგეთიდან და აქ კიდევ მოქალაქეები დარბოდნენ ხარისხის კონტროლის ინსპექტორებივით აფთიაქებში პირბადის ხარისხის შესამოწმებლად? ხომ უნდა იყოს რეგულაცია და შემდეგ ამ რეგულაციის ადმინისტრირება შესაბამისი ინსტიტუციის მიერ?! მიდი, შეამოწმე სახელმწიფო რომ ხარ და თუ არაა სამედიცინო პროდუქცია, ისე დააჯარიმე, გაკოტრების პირას დადგეს.
ხომ გამოსწორდება მაშინვე ყველაფერი? კარგი, არ აკეთებს ამას სახელმწიფო. ოპოზიცია რომ ხარ, თუ შენ ვერ მოიფიქრე ეს თემა, ახლა ხომ გაიგე,  ეს პრობლემა რომ არსებობს, -გაუკეთე პედალირება,- ილაპარაკე ამაზე, -აიძულე ხელისუფლება, ზომები მიიღოს. მაგრამ არც ერთი და არც მეორე მხარე არაა რეალური პრობლემების მოგვარებით დაკავებული. არადა, ეს ამდენი ენერგია ჰაერში მიდის. ორივე მხრიდან ფუჭად იფლანგება უზარმაზარი ენერგია…
რა გვეშველება ან თუ გვეშველება საერთოდ?!

ჩვენ დიდხანს მოგვიწევს კოვიდთან ერთად ცხოვრება, ჩაკეტვებმა ნაწილობრივ გაამართლა! მთელ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იწევს ქვემოთ, შეზღუდვების გარეშეც კი, ვირუსს რაღაც ემართება, რა ხდება, არავინ იცის! „ძველი“ კოვიდი „დაბერდა“ და მგონია, მიდის „მიქაელთან“! ახალი ვირუსი პრაქტიკულად ადის ზევით.

უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები – უნდა გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია! მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ახალი ვირუსი საქართველოში არ შემოვიდეს! უნდა იყოს საზღვრების უმკაცრესი ჩაკეტვა.

ყველაზე კარგი ვაქცინა არის ფაიზერი. ასტრაზენეკას ვაქცინას ეფექტურობა არის 50%. ყველაზე დიდი შესყიდვა მოხდა ამ ვაქცინის, საქართველოც მიიღებს ამ ვაქცინას“.

კომენტარები