მიკროავტობუსში, რომელსაც ტრაილერი დაეჯახა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ისხდნენ – „დიდი გლოვაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ – ნიკა გვარამია

წუხელ, გვიან ღამით, გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი,11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

-„დიდი გლოვაა ნაციონალურ მოძრაობაში: მიტინგიდან ზუგდიდში მიმავალ ავტობუსს (გაჩერებულს) ტრაილერი დაეჯახა. არის მსხვერპლი. მეც ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და ნაცინალურ მოძრაობას“, – წერს „მთავარი“ არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გორის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შესახებ.

ხელისუფლებას ადანაშაულებს – „სამთავრობო მედია ეძებს რესპონდენტებს, ვინც იტყვის, რომ არა ეს აქცია, ის ადამიანები ცოცხლები იქნებოდნენ“.

 

 

 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები