მიკროავტობუსში სიგარეტის მოწევის გამო მძღოლს მართვის უფლება ერთი თვით შეუჩერდა

თბილისში  ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლს სიგარეტის მოწევის გამო  სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვით შეუჩერდა. მძღოლის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში კვირას ერთ-ერთმა გვერდმა გაავრცელა.

მძღოლს განმეორებით შემთხვევაზე კომპანია კონტრაქტს გაუწყვეტს.

“მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27 ივლისს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც  მიკროავტობუსის მძღოლი ეწევა სიგარეტს. კომპანიის მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაუყოვნებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე “თბილისის მიკროავტობუსის” შიდა სანქციების მიხედვით, მას კონტრაქტის შეწყვეტა ემუქრება. კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას, ხოლო თავის მხრივ „თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტი აფიქსირებს საკუთარ კატეგორიულად მიუღებელ პოზიციას მსგავსი შემთხვევების მიმართ”, – წერია თბილისსი მირკოავტობუსის განცხადებაში.

კომენტარები