მილიარდერი, დედამიწის გადასარჩენად, მისი ტერიტორიის 15%-ის ყიდვას აპირებს

ხალხი სიამოვნებით გასცემდა ფულს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ნოტრ-დამის აღსადგენად, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებთაც მთელი პლანეტის გადარჩენა სურთ.
ქველმოქმედი მილიარდერი ჰანსიორგ ვისი, გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად, მილიარდი დოლარის შეწირვას აპირებს.
მას გეგმა აქვს: დიდი ფართობის მიწების შეძენასა და პარკების გაშენებას აპირებს, რომელიც ყველასთვის გახსნილი იქნება.

„იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ველური ბუნების დაცვა უმჯობესია, საზოგადოებრივი პარკებისა და ნაკრძალების სახით განხორციელდეს. თითოეული ჩვენგანი უნდა წუხდეს იმის გამო, თუ როგორ მცირე რესურსს ვიყენებთ ბუნების დასაცავად.“
ვისმა უკვე 66 მილიონი დოლარი, როგორც მინიმუმ, 9 სხვადასხვა ორგანიზაციას შესწირა. აშშ-ში, არგენტინაში და კანადაში, უკვე დაიწყო ნაკრძალების გაშენება.
„ეს ფული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პლანეტის შესანარჩუნებლად, გლობალური მიზნების განხორციელებასა და ზრდას მოხმარდება. ადგილობრივი მკვიდრნი და ლიდერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკვე დაკავებულები არიან, დაცული ტერიტორიების გამოსაყოფად,“ – აცხადებს მილიარდერი.

კომენტარები