მიმაჩნია, რომ პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთ დღეს აქცია უნდა ჩატარდეს — ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი  ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას “მშვიდი”, ხალხმრავალი აქცია უნდა გაიმართოს.

მისი თქმით,  პომპეოს ვიზიტისას აქციის გამართვას სწორი და კარგი იქნება.

“ვინაიდან ეს ძალიან უცებ და სპონტანურად გაჟღერდა ჩვენთვის, მე არ მიკვირს, რომ დიდი ალბათობით ოპოზიციასთან შეხვედრა არ იქნება. მიმაჩნია, რომ პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთ დღეს უნდა ჩატარდეს აქცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას,  არა ხმაურიანი, მშვიდი აქცია, სადაც ქართველი ხალხი თავის ნებას კიდევ ერთხელ დაანახებს მაღალ ამერიკელ სტუმარს”, — განაცხადა ბურჯანაძემ.”

წყარო: “netgazeti.ge”.

კომენტარები