„მიმდინარეობს მუშაობა თურქეთიდან მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმით შემოტანის მექანიზმზე, როგორც ეს რიგ სხვა ქვეყნებთან“ – თამარ გაბუნია

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ  ბრიფინგზე განაცხადა:

-„მიმდინარეობს მუშაობა თურქეთიდან მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმით შემოტანის მექანიზმზე, როგორც ეს რიგ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაა. მიმდინარეობს ასევე მუშაობა მთელ რიგ სხვა მეტად კომპლექსურ საკითხებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ ბაზარზე გენერიული მედიკამენტების ხელმისაწვდომობას, რაციონალურ ფარმაკოთერაპიას, რაც შესაძლებელი იქნება გაიდლაინების მეტად აქტიურად დანერგვის გზით. საუბარია იმაზე, როგორ გახდეს ფასწარმოქმნის პროცესი მეტად გამჭვირვალე. ვფიქრობ, მოკლე ხანში იქნება ჩამოყალიბებული მეტად კონკრეტული გეგმა, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს მოკლე და შემდგომ უკვე გრძელვადიანი ინტერვენციები”.

კომენტარები