მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 23 415 მართვის მოწმობა გაიცა
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 23 415 მართვის მოწმობა გაიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვებგვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:
„ყოველთვიურად საშუალოდ 3 ათასი მართვის მოწმობა გაიცემა. იანვარში 2876 მოწმობა გაიცა, თებერვალში – 2653, მარტში – 3420, აპრილში – 3386, მაისში – 2992, ივნისში – 3077, ივლისში – 5011.
2018 წელს საქართველოში 49 121 მართვის მოწმობა გაიცა, აქტიური სტატუსის მქონე მოწმობების რაოდენობა კი, 2018 წლის ბოლოსთვის 1 233 437 იყო.
მომსახურების სააგენტომ უკვე შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ფარგლებშიც იცვლება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკულ გამოცდის წესი. საგამოცდო პროცესს ემატება ახალი ეტაპი, რომელიც რეალურ საგზაო პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს“.