„მინდა, გავაფრთხილო ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის- მოხვდებათ ცხვირში“ – ხატია დეკანოიძე

-„ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მძიმე და მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად, საარჩევნო ვითარება უნდა იყოს თავისუფალი, არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მსახურების მიერ ძალიან მძიმე სიძულვილის ენის გამოვლინებას, რომლითაც ისინი იხსენიებენ ოპოზიციას.   ოპოზიციას „რადიკალურს ოპოზიციას“, „კრიმინალურ ოპოზიციას“ უწოდებენ,  პარლამენტის ყველაზე მაღალ ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ერიდება „ძველ ბიჭურ“ გარჩევებს ზუსტად ოპოზიციის მიმართულებით.

ეს  პირველ რიგში ნამდვილად სიძულვილისა და დაპირისპირების ენის გარემოებაა, ეს  ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციას და ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას. ხელისუფლებისთვის უკვე აშკარაა,  მათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ აინტერესებთ. ესენი არ ესაუბრებიან საქართველოს მოსახლეობას, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ესაუბრებიან ბიძინა ივანიშვილსა და ამ მძიმე სიძულვილის ენასაც ზუსტად მის გასაგონად იყენებენ ოპოზიციის მიმართულებით.

ოპოზიციის ინტერესია,  არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად. ჩვენი, ოპოზიციის, ყველა იმ ადამიანის ინტერესი, ვისაც ამ ქვეყნის განვითარება და დემოკრატია სურს, არის მხოლოდ ერთი, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, ნორმალურ ვითარებაში.

მინდა, გავაფრთხილო ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის მსახურები, –  იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ იქნება ნორმალურ საარჩევნო ვითარება, თუ არ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, საქართველოს მოქალაქეების ნება არ იქნება გადატანილი საარჩევნო ყუთებთან და ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ წავა, მათთვის შედეგები იქნება ძალიან მძიმე. საქართველოს მოქალაქეების, ცივილიზაციის რისხვა მოხვდებათ ცხვირში თუ საზოგადოებაში ასეთ პოლარიზებას გააგრძელებენ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ

კომენტარები