„მინდა გთხოვოთ, მედიასთან იყოთ უაღრესად მკაცრი – მათ უნდა ავუხსნათ, რა ხდება რეგიონში და რა იყო წარმატების მიზეზი“ – გიორგი გახარიამ ამირან გამყრელიძესა და ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელსა და ჯანდაცვის მინისტრს მიმართა:

-„ბატონო ამირან, ასევე ქალბატონო ეკა, მინდა გთხოვოთ, დღეს მედიასთან იყოთ უაღრესად მკაცრი. პირველი, უნდა ავუხსნათ, რა ხდება რეგიონში. მეორე, უნდა ავუხსნათ, რა იყო წარმატების მიზეზი და მესამე, უნდა ავუხსნათ, რომ თუ ეს ინსტრუმენტები ხელში არ დაგვრჩა, რთული იქნება და მეოთხე, გამოდის, რომ მესამე ფრონტი დაგვემატა. რაც გუშინ ხდებოდა, ჩვეულებრივი ცირკი იყო“.

-„შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე, ასევე, ადგილზე მომსახურებით რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებზე.

საგანგებო მდგომარეობა და „კომენდანტის საათი“ უქმდება. გარდა ამისა, სამი მანქანაში სამ პირზე შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებში რჩება. გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხოლოდ და მხოლოდ ორ სოფელში დარჩება – მუშევანსა და გეტაში. შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე. ადგილზე მომსახურებით რესტორნები ვერ იმუშავებს. სავაჭრო ცენტრები, „მოლებს“ ვგულისხმობ, დახურული რჩება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები