„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწოდოთ თქვენ, ყველა ჩვენს თანამემამულეს, აქტიურად ესტუმროთ საქართველოს კურორტებს, ჩვენს შესანიშნავ სასტუმროებს და მოინახულოთ“ – ნათია თურნავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, კახეთში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

-„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწოდოთ თქვენ, ყველა ჩვენს თანამემამულეს, აქტიურად ესტუმროთ საქართველოს კურორტებს, ჩვენს შესანიშნავ სასტუმროებს და მოინახულოთ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული.

ეს კარგი შესაძლებლობაა არა მხოლოდ იმისთვის, რომ სასიამოვნოდ გაატაროთ უიქენდი იმ შეზღუდვების მერე, რაც გვქონდა მობილობის მხრივ, არამედ ეს ერთგვარი სამოქალაქო თანადგომის აქტია, ვინაიდან ამით თქვენს წვლილს შეიტანთ ტურისტული ინდუსტრიის გვერდში დგომით.

უკვე არის სასიხარულო ცნობები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა რეგიონებში სასტუმროები პრაქტიკულად დატვირთულია. მინისტრის განმარტებით, ეს იძლევა დიდ იმედს, რომ საქართველოს ტურისტული ინდუსტრია უფრო ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან და დაძლევს ამ გამოწვევას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ  დიპლომატებთან შეხვედრისას.

კომენტარები