„მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის 13 საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ – იმ სოლიდარობის დადასტურებაა, რასაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ევროკავშირელი კოლეგების მხრიდან“ – დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა:
-„მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის 13 საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლებმაც გააგზავნეს წერილი ევროკომისიაში, რათა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, გაეწიოს მყისიერი დახმარება ვაქცინების საქართველოში გამოგზავნასთან დაკავშირებით.