„მინდა მთელ საქართველოს ვუსურვო არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა, უკეთესი ხვალინდელი დღე და გამთლიანება – მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება“ – გიორგი გახარია სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულს ულოცავს

-„გილოცავთ ქრისტეშობას! მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება, ამიტომ მინდა მთელ საქართველოს ვუსურვო დღეს არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა, უკეთესი ხვალინდელი დღე, წინსვლა და გამთლიანება. სიყვარული, სიკეთე და ერთმანეთზე ზრუნვა კი, ჩვენი უმთავრესი ძალაა გამარჯვებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულს ულოცავს.

 

კომენტარები