“მინდა, პირადად შევაქო საქართველოს პრემიერ-მინისტრი” – ლუიზა ვინტონი :

– „მინდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შევაქო გახსნილობისთვის და იმ სურვილისთვის, რომელიც გამოხატა არა მარტო წარმატების ფაქტორების შესწავლის მიმართ, არამედ იმ მიმართულებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს განსხვავებულად მეორე ტალღის ან სხვა კრიზისების შემთხვევაში.

გაეროს განვითარების პროგრამისა და გაერთიანებული ერების სისტემაში შემავალი სხვა უწყებების სახელით მდგრადი განვითარების მიზნების ფონზე და განსაკუთრებით იმ სულისკვეთებით, რომ არავინ გამოგვრჩეს, ძალიან ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას მოწყვლადი ჯგუფების გამოცდილების გაანალიზების მიმართ, რადგან ისინი პანდემიის პერიოდში შესაძლოა გაზრდილი რისკების ქვეშ იმყოფებოდნენ. შესწავლილი იქნება მიზეზ-შედეგობრივი უთანასწორობის ფაქტორები. ეს არა მარტო იმისთვის არის საჭირო, რომ დავინახოთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში არა მარტო პანდემიის კონტექსტში, არამედ ასევე ნებისმიერი სამომავლო უთანასწორობასა და მარგინალიზაციის მიმართებით. ახალი სლოგანი გვაქვს გაეროში და ადრე არსებულის ნაცვლად ფორმულირება მცირედით შეცვლილია. ადრე თუ ვამბობდით: უკეთ ვაშენოთ წარსული! ახლა ვამბობთ: უკეთ ვაშენოთ მომავალი! არავინ გამოგვრჩეს და უკეთ ვაშენოთ მომავალი! საქართველოს ამგვარად ეყოლება უფრო გამძლე და მედეგი საზოგადოება მომავალში“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

კომენტარები