„მინდა, ყველა მეწარმეს ვუთხრა, საზღვრების გახსნა საკმარისი იქნება „კოვიდ-19“-ის გავრცელებისთვის, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის“ – ივანე მაჭავარიანი

-„მინდა, ყველა მეწარმეს ვუთხრა – თუ ვინმეს ჰგონია, მათ შორის, რესტორნის, სასტუმროს ანდა სხვა ობიექტის მფლობელს, რომ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნის შემთხვევაში შემოსავალი მოემატება, ცდება. ასეთ შემთხვევაში, ტურისტების ძალიან მცირედი ნაკადი გვეყოლება, რაც საკმარისი იქნება კორონავირუსის გავრცელებისთვის, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის, რომ რამე მატერიალური სიკეთე მოიტანოს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში, ისე შეიზღუდება ეკონომიკური აქტივობა, რომ ჩვენ რეალურად გავაუარესებთ ეკონომიკურ მდგომარეობას. დღეს, ჩვენი ეკონომიკა მცირდება, როგორც მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, ვფიქრობთ, -6%-ზე ავა, მაგრამ ამ ტიპის უკონტროლო გახსნის შემთხვევაში, იქნება -7% ან – 8%. ჩვენ ეს ყველაფერი დათვლილი გვაქვს. სწორედ ამით არის გამოწვეული ის სიფრთხილე, რომელსაც საქართველოს მთავრობა იჩენს საზღვრების გახსნის მიმართ.

თუ გვინდა, ეკონომიკას გავუფრთხილდეთ, უნდა ვმართოთ ეპიდემია”. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეკონომიკის აღდგენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული სიტუაციის შენარჩუნებას, როდესაც საქართველო, პრაქტიკულად, „კოვიდ-19“-ისგან თავისუფალ ქვეყნად მიიჩნევა“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ .

კომენტარები