მირიან ნიკოლაძე -„ექსპერტიზა დაადგენს, რა ვითარებაში აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში. დაიწყება დამატებითი ექსპერტიზა“

-„გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, სავარაუდოდ, ორშაბათიდან დაიწყება დამატებითი ექსპერტიზა, – ექსპერტიზა დაადგენს, რა ვითარებაში აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში.

გვქონდა შეხვედრები საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელობასთან, ჩამოვყალიბდით, შევთანხმდით, – ის პერიოდი, რომელიც დარჩენილია გამოძიებისთვის, საუბარია ორკვირიან ვადაზე, უნდა იმყოფინოს გამოძიებამ იმისთვის, რომ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებით ამოწუროს ეს ვითარება. აქ იგულისხმება კომისიური ან კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება, ელოდებიან სხვა ექსპერტიზის პასუხებსაც. ყველა პირს, ვინც გიორგის განზრახ მკვლელობაში მონაწილეობდა, ბრალი 109-ე მუხლით უნდა წარედგინოს. დამატებითი ექსპერტიზა გულისხმიბს სიტუაციურ ნახაზებს, როგორ შეიძლება მიეყენებინათ გიორგისთვის დაზიანებები, ამ ვითარებაში შეიძლებოდა თუ არა რომ სხვა გარემოებებს ემოქმედა – აქ ბევრი ნიუანსია. დამატებით ექსპერტიზაში სპეციალისტთა ფართო წრემ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომ დადგინდეს ის დეტალური გარემოებები, რაზეც ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს განზრახ მკვლელობის განხორციელების ყველაზე უფრო ახლოს მდგომი გარემოებები, – როგორ მოკლეს გიორგი, როგორ გადააგდეს წყალში, შესაძლებლობების მაღალი ხარისხით უნდა დაადგინოს ეს ყველაფერი. ამას გარკვეული სირთულეები ახლავს, თუმცა ეს არ არის დაუმტკიცებელი. ჩვენებებისა და ვიდეოფირების არარსებობის მიუხედავად, ექსპერტიზების დასკვნები, საგამოძიებო ექსპერიმენტები, დამატებითი სახის მტკიცებულებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ პირებს დაუდასტურდეთ განზრახ მკვლელობის ბრალდება.

უახლოეს პერიოდში ველოდებით გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, – პასუხი უნდა გაეცეს, ვისი დნმ-ის კვალი შეიძლება იყოს გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე.

აქედან გამომდინარე,  ცნობილი გახდება, რა პირობებში აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთა მდინარე არაგვთან, ხიდის სვეტზე.

არ გამოვრიცხავ, საქმეზე ბრალდებულ პირთა წრის გაფართოებასა, არც იმას, რომ საქმის ფიგურანტი „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომი ექვსი პირის გარდა, ბრალი სხვებსაც დაუმძიმდეთ.

ოჯახის პოზიცია კატეგორიულია. განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება წარედგინოს „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომ ექვსივე პირს, რომლებიც გამოედევნენ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან მყოფ ბავშვებს. სწორედ მათ მიერ არის ჩადენილი ეს განზრახ მკვლელობა. ვმუშაობთ იმაზე, ხომ არ იღებდნენ სხვა პირებიც რაიმე ფორმით მონაწილეობას, იგივე მერსედესის მგზავრები, კიდევ სხვებიც. თუ  გამოიკვეთა უმნიშვნელოდ მაინც ბრალეულობა, იმავდროულად დადგება მათი პასუხისმგებლიბის საკითხი ანალოგიური კვალიფიკაციით. არ გამოვრიცხავთ, არც ბრალდებულ პირთა წრის გაფართოებას და არც „ქამროიში“ მსხდომი პირების გარდა, საქმის ფიგურანტებისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებასაც“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან 19 წლის ფეხბურთელის, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება,   გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. ექსპერტიზისთანახმად, შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა,

კომენტარები