მისისიპიში ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკის მისისიპის შტატში ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. წტყალდიდობა დაიწყო მას შემდეგ, რაც კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე პერტი, იუწყება New York Times.

ასეთი გადაწყვეტილება შტატის გუბერნატორმა ტეიტ რივზმა მიიღო შაბათს. მანვე განაცხადა, რომ შტატის დედაქალაქ ჯეკსონს შეიძლება დაემუქროს ძლიერი წყალდიდობა. ამასთნ, მდინარე პერტმა უკვე დატბორა ქალაქის რამდენიმე რაიონი, წერს life.ru

 

„ეს არის ისტორიული, უპრეცენდენტო წყალდიდობა. პროგნოზების თანახმად, ის შეიძლება გახდეს მესამე ცუდი წყალდიდობა ჩვენი შტატის ისტორიაში. გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა, რათა ავამოქმედოთ ყველა რესურსი და დავეხმაროთ მისისიპის დაზარალებულ მოსახლეობას“ – წერს ტვიტერში შტატის გუბერნატორი ტეიტ რივზი.

აღინიშნა, რომ წყლის დონემ უკვე მიაღწია 11 მეტრის ნიშნულს. ბოლოს ასეთი რამ შეინიშნებოდა 1983 წელს, ანუ 37 წლის წინათ. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, კარგად ჩანს, რომ წყალმა უკვე დატბორა გზები და შენობების ფანჯრებამდე მიაღწია. ამასთან, სტიქიამ დააზარალა რკონიგზაც.

 

წყარო: life.ru

 

კომენტარები