მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი ბგერწერა

ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, თეიმურაზ II კარის მოძღვრის ზაქარია გაბაშვილის ვაჟი. მას ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი გმიუღია. ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია, – ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები. მისი ლირიკული ლექსებიდან აღსანიშნავია: “სევდის ბაღს შეველ”, “ტანო-ტატანო”, “მე შენზე ფიქრმა მიმარინდა” და სხვ. მისი ლექსები, კერძოდ, XVIII საუკუნის II ნახევარში, სიმღერებად ვრცელდებოდა, რამაც დიდი პოპულარობა მოუპოვა. საგმირო-პატრიოტულ პოემაში “ასპინძისათვის” ოსმალო-ლეკთა ჯარზე გამარჯვების ამბავი გადმოსცა და ხოტბა შეასხა ქართველ გმირებს. ომის თემას ეხება აგრეთვე პოემა “რუხის ომი”. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი ბგერწერა და მდიდარი მეტაფორული აზროვნება.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედი

კომენტარები